წინასიტყვაობა
აგროკლიმატური რესურსების ეფექტურად
გამოყენება და კულტურების რაციონალურად განლაგებისათვის შექმნილ აქტიურ ტემპერატურათა
ჯამის, სავეგეტაციო პერიოდში ატმოსფერული ნალექების ჯამების და ნიადაგის ტიპების გათვალისწინების
შედეგად შედგენილ რუქაზე მივიღეთ ხუთი აგროკლიმატური ზონა.
1. მესამე ზონა მოიცავს მეორე ზონის ჩრდილოეთით მიმდებარე ტერიტორიას და მდებარეობს რაიონის შუა ნაწილში.
ზონა მდებარეობს ზღვის დონიდან 600-1000 მ. სიმაღლემდე.
აქტიურ ტემპერატურათა ჯამია 2000-30000 -ია.
ატმოსფერული ნალექები ცივ პერიოდში შეადგენს 900-1000 მმ.
თბილ
პერიოდში 1000-1300
მმ.
ბოლო წაყინვები მოსალოდნელია 3.IV-18.IV,
პირველი წაყინვები 7.XI-26.XI.
უყინვო პერიოდის ხანგძლივობა შეადგენს 238-202 დღეს.
ზონაში ნიადაგის ტიპებიდან გვხვდება
მთა-მდელოს კორდიანი, კორდიან მჟავე ყომრალი-გაეწრებული
ნიადაგები.
ამ ზონაში შეიძლება ხეხილოვანი, ვაზის (საადრეო ჯიშის), მარცვლეულის, პარკოსანი და ბოსტნეული კულტურების წარმოება. მთისწინებში
შესაძლებელია მხოლოდ გერანის და ეთერზეთოვანი ვარდის წარმოება და ერთი მოსავლის
მიღება ოქტომბრის პირველი დეკადიდან.
2. მეოთხე ზონა ასევე მოიცავს
მესამე ზონის ჩრდილოეთით
მიმდებარე ტერიტორიას.
მიმდებარე ტერიტორიას.
ზონა მდებარეობს ზღვის დონიდან 1050-1500 მ სიმაღლემდე.
აქტიურ ტემპერატურათა ჯამი მერყეობს
საშუალოდ 1000-20000 -მდე.
ატმოსფერული ნალექების ჯამი ცივ პერიოდში 800-1300 მმ-ია,
თბილ პერიოდში (IV-X) 900-1100 მმ.
მოცემულ ზონაში ბოლო წაყინვები დაიკვირვება 22.IV-8.V (სიმაღლის შესაბამისად).
პირველი
წაყინვები მოსალოდნელია 14.X-5.XI.
უყინვო პერიოდის ხანგძლივობა შეადგენს 157-198 დღეს.
ნიადაგების ტიპებიდან გვხვდება მთა-ტყემდელოს ტორფიანი და მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგები, აგრეთვე ყომრალ-მჟავე ნიადაგები.
აგროკულტურებიდან შესაძლებელია მარცვლეული კულტურების წარმოება
(ხორბალი,
შვრია, ქერი), საადრეო სიმინდის
(1000-1100 მ. სიმაღლემდე), კარტოფილის, ბოსტნეულის,
კონტინენტალური ხეხილოვანების ( ქლიავი, ჭანჭური და სხვა), კენკროვანების (შავი და წითელი მოცხარი და
სხვა), აგრეთვე მეცხოველეობის საკვები ძირხვენების
(„კუუზიკუ“, „ესკო“ ) და სათიბ-საძოვრების
განვითარება.
3. ზონა ვრცელდება მეოთხე
ზონის უკიდურეს ჩრდილოეთით მიმდებარე
ტერიტორაზე.
ზონა მდებარეობს ზღ. დონიდან 1600-2000 მ სიმაღლემდე.
აქტიურ ტემპერატურათა ჯამი ძალზე
შემცირებულია (10000- ზე ნაკლები).
ატმოსფერული ნალექების ჯამი ცივ პერიოდში 850-1400 მმ-მდეა,
თბილ პერიოდში 1150-1200
მმ და მეტი.
მოცემულ ზონაში ბოლო წაყინვები საკმაოდ გვიან წყდება 14.V-28.V,
პირველი წაყინვები დაიკვირვება 20.IX-7.X.
უყინვო პერიოდის ხანგძლივობა ძალიან შემცირებულია და შეადგენს
144-113 დღეს.
ნიადაგის ტიპებიდან გვხვდება მთა-მდელოს
კორდიანი, ყომრალი მჟავე და გაეწრებული ნიადაგები.
აღნიშნულ ზონაში შესაძლებელია პერსპექტიული
ბოსტნეული კულტურების, კენკროვანების (შავი მოცხარი, ქაცვი, და სხვა),
გავრცელება, აგრეთვე მეცხოველეობის ძირხვენა
კულტურების („კუუზიკუ“,“ესკო“) და სათიბ-საძოვრებისა.
ანალიზი
რეზიუმე
ReplyDelete(ცხრილების, დიაგრამების,ნახაზების,განტოლებათა ამონახსნების და ამოხსნის წესების გარეშე)
საქართველოს ტერიტორიაზე, ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული პრედირექტორების (საწყისი მაჩვენებლების, 300 მდე დიაგრამა, ნახაზები, გრაფიკები) , მათი განმეორედობის ინტერვალის საფუძველზე შედგენილი ცხრილების, დიაგრამების, ნახაზების და რეგრესული განტოლებების (წინასწარმეტყველება ამინდის შესახებ), მიმდინარე გლობალური კლიმატური ცვლილებების კორექტირებით მიღწეული წინასწარი აგრომეტეოროლოგიური პროგნოზების გათვალისწინებით დასაგეგმი, მოსამზადებელი საორგანიზაციო და აგროტექნიკური სამუშაოების დროული ჩატარების შედეგად, საიმედო, მაღახარისხიანი, მაღალრენტაბელური პროდუქციის მისაღებად, შექმნილია მთელი რიგი აგროტექნოლოგიური ღონისძიებები.
დამატებითი ან დეტალური ინფორმაცია, ნებისმიერი რეგიონის და მისი ზონების, ასევე მაღალრენტაბელური , ეკოლოგიური და უხვმოსავლიანი კულტურების და მათი ზონების, აგროტექნიკური სამუშაოების ვადების, აგროტექნოლოგია და გასაწევი სამუშაოების ნუსხა და ვადების შესახებ, ხელმისაწვდომია მხოლოდ კოოპერირების შემთხვევაში ან დაკვეთით.