საქართველოს კანონი
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ
ამ
კანონის დანიშნულება არის, დაადგინოს შეღავათები საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული
მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად.
სახელმწიფოს
მიერ მაღალმთიანი რეგიონების მიმართ წარმოებული პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის რეგიონული
განვითარების პოლიტიკის ნაწილს და მიმართულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური
განვითარების უზრუნველყოფისა და მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ პირთა სოციალურ-ეკონომიკური
პრობლემების გადაჭრისაკენ.
სახელმწიფოს
მიერ მაღალმთიანი რეგიონების მიმართ წარმოებული პოლიტიკა მიმართულია მაღალმთიან რეგიონში
მცხოვრებ პირთა კეთილდღეობის, ცხოვრების დონის ამაღლების, დასაქმების ხელშეწყობის,
ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ.
მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები
ამ
კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამ კანონის მიზნებისათვის აქვს
შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აბონენტი - ფიზიკური პირი (საყოფაცხოვრებო
მომხმარებელი), რომელსაც ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება
აქვს გაფორმებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი ლიცენზიის
მფლობელთან (ლიცენზიატი);
ბ)
მაღალმთიანი რეგიონი - მაღალმთიანი დასახლება;
გ)
მაღალმთიანი დასახლება - საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასახლება, რომელიც ასახულია საქართველოს
მთავრობის მიერ განსაზღვრულ მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში;
დ)
მასწავლებელი - მასწავლებლის
პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი
კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ - საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში;
ე) მთის
ეროვნული საბჭო - მაღალმთიანი დასახლების განვითარების,
შესაბამისი სამინისტროების საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობისა და მაღალმთიან დასახლებების
განვითარების პოლიტიკის შემუშავების მიზნით, ამ კანონის საფუძველზე, შექმნილი კოლეგიური
ორგანო;
ვ)
მუდმივად მცხოვრები პირი - მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები
საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს მოიპოვებს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ)
ფაქტობრივად ცხოვრება - პირის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ყოფნა, რომლის ნამდვილობა
დასტურდება მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მოპოვების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული
წარმოებისას მოპოვებული მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობით;
თ)
სამედიცინო პერსონალი - მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცნო დაწესებულებაში დასაქმებული
ექიმი და ექთანი;
ი)
კალენდარული წელი - თორმეტი უწყვეტი კალენდარული თვე.
მუხლი 2. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის რეგულირება
1.
ჰიფსომეტრიული
სიმაღლის
მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც
მდებარეობს
ზღვის
დონიდან
1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის
ზევით,
მაგრამ
სხვადასხვა
კრიტერიუმების (მთის
ფერდობების
და
ზეგნების
დახრილობა,
ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი
გარემო,
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
სიმცირე
და
სიმწირე,
დემოგრაფიული
მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული
პროცესები)
გათვალისწინებით
მისი
ქვედა
ზღვარი
კავკასიონის
სამხრეთ
ფერდობზე
განლაგებულ
დასახლებებში და
აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის
დასახლებებში მცირდება
1000 მეტრამდე (გამონაკლის შემთხვევაში
– 800 მეტრამდე), ხოლო სამხრეთ
საქართველოს
დასახლებებში რჩება
1500 მეტრი.
2.
ზღვის დონიდან შესაბამისი სიმაღლის მიუხედავად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭებათ
ხევში, მთიულეთში, გუდამაყრის ხეობაში, ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში, ზემო სვანეთში, ქვემო
სვანეთში, ლეჩხუმსა და რაჭაში მდებარე დასახლებებს.
3.
მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა, მთის ეროვნული საბჭოს წარდგინებით, განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4.
მთის ეროვნულ საბჭოს, დასახლების ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრულ ნუსხაში შეტანის
მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობის მიზნით, შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
5.
საქართველოს
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
მდებარე მაღალმთიან დასახლებებზე ეს კანონი გავრცელდება შესაბამის
ტერიტორიაზე
საქართველოს
იურისდიქციის
აღდგენის
შემდეგ.
6.
იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია დასახლების ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში განსაზღვრული
საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარისათვის მიკუთვნების საკითხის დადგენა, ისტორიულ-გეოგრაფიული
მხარისათვის დასახლების მიკუთვნების საკითხს, მთის ეროვნული საბჭოს წარდგინებით წყვეტს
საქართველოს მთავრობა.
მუხლი 3. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები
პირის სტატუსის მოპოვება და გაუქმება
1.
პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს ანიჭებს მუნიციპალიტეტის
გამგებელი/მერი.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება, არის მუნიციპალიტეტისათვის
სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება.
3.
მუნიციპალიტეტისათვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების
განსახორციელებლად, აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა, განისაზღვრება შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ
საქართველოს კანონით.
4.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე
დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტრო.
5.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მინიჭების კრიტერიუმებია:
ა)
საქართველოს მოქალაქეობა;
ბ)
მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია;
გ)
ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვე ან მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრება.
6. მუნიციპალიტეტი, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
წესის შესაბამისად, ამოწმებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის მიერ
ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების ფაქტს.
7.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის გაუქმების საფუძველია:
ა)
მუდმივად მცხოვრები პირის გარდაცვალება;
ბ)
რეგიტრაციის მისამართის შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი რეგისტრირდება
სხვა მაღალმთიან დასახლებაში;
გ)
პირის მიერ მაღალმთიანი დასახლების დატოვება, თუ იგი იწვევს ამ მუხლის მე-5 პუნქტის
„გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევას, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული
შემთხვევისა.
დ)
საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა.
8.
პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის გაუქმების საფუძველი
არ არის მაღლამთლიანი დასახლების დატოვება მკურნალობის ან სამხედრო სავალდებულო სამსახურის
მოხდის მიზნით.
9.
ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის
გამგებელი/მერი, იღებს გადაწყვეტილებას მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები
პირის სტატუსის გაუქმების თაობაზე.
10.
გამგებელი/მერი, ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული აქტების
გამოცემის შემდეგ, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების/გაუქმების
შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს,
გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში.
11.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა შესახებ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის
მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, აისახება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად
მცხოვრებ პირთა რეესტრში. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის
წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
12.
ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფაქტობრივი გარემოებების
დასადასტურებლად, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან მუნიციპალიტეტის
გამგებელს/მერს, მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია.
13.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, გაუქმებისა და
ფაქტობრივად ცხოვრების დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 4. შეღავათები სოციალურ სფეროში
1. მაღალმთიან
დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს სოციალური შეღავათებით, რომლებიც დადგენილია
ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.
2.
სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში შემდეგი სოციალური შეღავათების დაწესებას:
ა)
საპენსიო ასაკს მიღწეულ მუდმივად მცხოვრებ პირზე, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო
პენსიას, სოციალური დახმარების სახით, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ
საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის ოდენობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად
დამატებითი თანხის - სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტის ოდენობით გაცემას,
რომლის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
ბ)
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და
მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის,
რომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან,
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით, ყოველთვიური
დანამატის გაცემას:
ბ.ა)
ექიმისათვის, სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით;
ბ.ბ)
ექთნისათვის, სახელმწიფო პენსიის ოდენობით;
გ)
მაღალმთიანი დასახლებაში, მოსახლეობის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის
მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
დ)
მაღალმთიან დასახლებაში, აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლები), მიერ მოხმარებული
ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურებას, მაგრამ არა უმეტეს
100 კვტ.სთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურისა;
ე)
ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული თითოეული ბავშვისათვის, რომლის მშობლები
არიან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები, საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული წესით, ყოველთვიური ფულადი დახმარების გაცემას, არანაკლებ 100 ლარისა,
ერთი წლის განმავლობაში;
ვ)
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ
- საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელზე დანამატის, საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, გაცემას საჯარო სკოლის
მასწავლებელთა საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტის ოდენობით;
ზ)
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის მოსწავლეებზე ვაუჩერის, გაზრდილი
ოდენობით გაცემას, რომლის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით;
თ)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ან მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული
ორგანოების, მიერ განსაზღვრულ შესაბამის პროგრამებში მონაწილე მასწავლებლებისათვის,
რომლებიც, პროგრამის ფარგლებში დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, დანამატის გაცემას, შრომის ანაზღაურების არანაკლებ
50 პროცენტის ოდენობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ან პროგრამის
განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დადგნელი წესისა და
პირობების შესაბამისად. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი არ გაიცემა პირზე,
რომელიც სარგებლობს ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათით.
3.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირთა სოციალურ-ეკონომიკური
პირობების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეიმუშავოს დამატებითი
სოციალური პროგრამები, რომლებიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4.
ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული სოციალური შეღავათების გაცემის მიზნით, შესაბამისი
ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს მიაწოდონ
მათთან დაცული ინფორმაცია.
მუხლი 5. საგადასახადო შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში
1. მაღალმთიან დასახლებაში გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები
რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით.
2. მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები
პირები სარგებლობენ საშემოსავლო და ქონების გადასახადებში საქართველოს საგადასახადო
კოდექსით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათებით.
3. პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად მინიჭებული აქვს „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი, საქართველოს
საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან.
4. პირისთვის, „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“
სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, „მაღალმთიანი დასახლების
საწარმოს“ სტატუსის მინიჭების და გაუქმების წესი და პირობები, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
5. პირს, „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“
სტატუსი არ ენიჭება ან ეს სტატუსი უუქმდება თუ იგი ახორციელებს: ლიცენზირებას/ნებართვას
დაქვემდებარებულ საქმიანობას; მომსახურების გაწევას,
გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა; საქონლით ვაჭრობას, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ხორციელდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება.
6. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს
გამონაკლისი ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრული საქმიანობის სახეებიდან. გამონაკლისის
დადგენის კრიტერიუმები და წესი შეიძლება განისაზღვროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 6. მთის ეროვნული საბჭოს სტატუსი და შემადგენლობა
1. მთის ეროვნული საბჭო წარმოადგენს ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს
მთავრობის დადგენილებით შექმნილ, კოლეგიურ ორგანოს. მთის ეროვნული საბჭოს დებულება
მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. მთის ეროვნული საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით. მთის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს აღმასრულებელი
ხელისუფლებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები, საქართველოს
პარლამენტის წევრები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მთის ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3.
მთის ეროვნული საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
მუხლი 7. მთის ეროვნული საბჭოს უფლებამოსილებები მაღალმთიანი
დასახლებების განვითარებაში
1. მაღალმთიანი დასახლების განვითარების მიზნით, მთის
ეროვნული საბჭო:
ა) საქართველოს მთავრობას, დასამტკიცებლად წარუდგენს
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას;
ბ) საქართველოს მთავრობას, დასამტკიცებლად წარუდგენს
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების შესაბამის პროგრამებს, რომლებიც მიმართულია
მაღალმთიან დასახლებაში სოფლის მეურნეობის, სხვა შესაბამისი დარგების განვითარებისა
და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისაკენ;
გ) რეკომენდაციას უწევს შესაბამის სამინისტროს, მაღალმთიანი
დასახლებების განვითარების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და მაღალმთიანი დასახლებების
განვითარების პროგრამის განსახორციელების საკთხებზე;
დ) მსჯელობს დასახლების, მაღალმთიანი დასახლებების ნუსხაში
შეტანის მიზანშეწონილობაზე;
ე) მიმართავს საქართველოს მთავრობას, დასახლების, მაღალმთიანი
დასახლებების ნუსხაში შეტანის წინადადებით;
ვ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით
მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მტკიცდება საქართველოს
მთავრობის განკარულებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამები, მტკიცდება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
მუხლი 8. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი
1.
შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში, საქართველოს
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, განისაზღვრება მაღალმთიანი
დასახლებების განვითარების ფონდი (შემდგომში - ფონდი).
2.
ფონდის განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
3.
ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, თანხის გამოყოფის
თაობაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტრო, საქართველოს მთავრობას მიმართავს, მთის ეროვნული საბჭოს წინადადების საფუძველზე.
მუხლი 9. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი
ღონისძიებები
1.
საქართველოს მთავრობამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარდგინებით:
ა)
ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში უზრუნველყოს მთის ეროვნული საბჭოს დებულების
დამტკიცება;
ბ)
ამ კანონის ამოქმედებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად
მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, გაუქმებისა და ფაქტობრივად ცხოვრების დადგენის
წესის განსაზღვრა.
2.
საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით,
ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში, უზრუნველყოს „მაღალმთიანი დასახლების
საწარმოს“ სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, „მაღალმთიანი
დასახლების საწარმოს“ სტატუსის მინიჭების და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცება.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრომ:
ა) 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ
კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სოციალური
შეღავათების გაცემისათვის, სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების/ცვლილებების
შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა;
ბ) 2017 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სოციალური შეღავათის გაცემისათვის,
სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის
წარდგენა.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ ან/და მის სისტემაში შემავალმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, კომპეტენციის
ფარგლებში, 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებამდე, უზრუნველყოს ამ კანონის მე-4 მუხლის
მე-2 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული სოციალური შეღავათების გაცემისათვის,
სათანადო სამართლებრივი აქტების შემუშავება/ცვლილებების მომზადება. ხოლო 2015 წლის
1 სექტემბრამდე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სოციალური
შეღავათის გაცემისათვის სათანადო ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული
აქტის პროექტის მომზადება.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ:
ა) 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის
წარმოების წესის დამტკიცება;
ბ)
2016 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტში განსაზღვრული
რეესტრის შექმნა.
6. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 სექტემბრამდე
უზრუნველყოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული
სოციალური შეღავათების გაცემისათვის, შესაბამისი დადგენილების მიღება.
7. საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ,
2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს, ამ კანონით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების
განსახორციელებლად, შესაბამისი მატერიალური და
ფინანსური
რესურსების
ოდენობის
გაანგარიშების
წესის განისაზღვრისათვის შესაბამისი კანონპროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის
წარდგენა.
8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრომ 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს, შესაბამისი წინადადებების მომზადება,
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, სამედიცინო დაწესებულებებში,
რომლებზეც არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, დასაქმებული
სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის მიზნით.
9. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული
სოციალური შეღავათების მიღება არ წარმოადგენს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარების - საარსებო შემწეობის გაუქმების საფუძველს
და არ ჩაითვლება შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული
ღატაკი
ოჯახების
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
გაუმჯობესებად.
მუხლი 10. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად
გამოცხადებული ნორმატიული აქტები
ამ
კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური
და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე,
№24(31), 1999 წელი, მუხ. 121).
მუხლი 11.
კანონის ამოქმედების წესი
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის
მე-3 პუნქტი, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2.
ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტები, მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3
პუნქტები, ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
3.
ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.
4.
ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
5.
ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2017-2018
სასწავლო წლის დაწყებიდან.
6.
ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს
პრეზიდენტი
გიორგი
მარგველაშვილი
ქუთაისი,
2015
წლის ----
studentebis dafinansebas exeba?
ReplyDeleteარა არ ეხება ,ნამატები ეხება მარტო მასწავლებლებს და ექიმებს და გადასახებისგან განთავისუფლება მხოლოდ სოფლის მეურნეობის და მის ჰორიზონტზე გაშლილ საქმიანობას , არ ეხება კონსულტაციას ან გადაყიდვებს. იმი პროგრამის გარეშე თუ როგორ უნდა გამდიდრდე მთაში სოფლის მეურნეობის გზთ, ეს კანონი არის ფარატინა ქაღალდი !
Deleteდამატებითი ან დეტალური ინფორმაცია, ნებისმიერი რეგიონის და მისი ზონების, ასევე მაღალრენტაბელური , ეკოლოგიური და უხვმოსავლიანი კულტურების და მათი ზონების, აგროტექნიკური სამუშაოების ვადების, აგროტექნოლოგია და გასაწევი სამუშაოების ნუსხა და ვადების შესახებ, ხელმისაწვდომია მხოლოდ კოოპერირების შემთხვევაში ან დაკვეთით.
ReplyDelete