აჭარა




წინასიტყვაობა


ასევე როგორც ყველა რეგიონში აჭარაშიც სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის აგროკლიმატური რესურესები უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან აგროკულტურების ზრდა-განვითარება და მოსავალი ძირითადად დამოკიდებულია მათ რაციონალურ განლაგებაზე. ამიტომ სოფლის მეურნეობის მუშაკებმა და ფერმერებმა ახალი ტერიტორიების ათვისებისას, უნდა გაითვალისწინონ კულტურების აგროკლიმატური პირობებისადმი მოთხოვნილება, რაც აამაღლებს მათ პროდუქტიულობას და გაზრდის რენტაბელობას. აჭარაში გამოყიფილია ხუთი აგროკლიმატური ზონა.



1. მესამე ზონა მოქცეულია რეგიონის შუა ნაწილში და მოიცავს შუახევისა
   და ხულოს რაიონის ტერიტორიებს.

ზონა მდებარეობს ზღვის დონიდან 500-1000 მ სიმაღლემდე.
ზონაში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი შეადგენს 2000-30000.
ცივ პერიოდში ატმოსფერული ნალექების ჯამი შეადგენს 700-750 მმ.
თბილ პერიოდში 750-800 მმ (IV-X).
მოცემულ ზონაში ბოლო წაყინვები დაიკვირვება 30.III-15.IV.
პირველი წაყინვები 11.XI-1.XII.
უყინვო პერიოდის დღეთა რიცხვი შეადგენს 202-247 დღეს.
შუახევის რაიონის ყველა მხრიდან გავრცელებულია ყვითელი ყომრალი ნიადაგის ტიპი, უფრო ჩრდილოეთით და სამხრეთით ყომრალი მჟავე.

ზონაში პერსპექტიულია მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ვაზის (საშუალო და საადრეო ჯიში), ხეხილოვანი, თხილის, კენკროვანი და სხვა კულტურების წარმოების განვითარება. ზონა ასევე ხელსაყრელია მეცხოველეობის საკვები ძირხვენების („კუუზიკუ“-„ესკო“), სათიბ-საძოვრებისათვის.

2. მეოთხე ზონა ვრცელდება რეგიონის ჩრდილოეთით , აღმოსავლეთ 
  და სამხრეთით, მცირე ტერიტორიაზე.

ზონა მდებარეობს ზღ. დონიდან 1000-1500 მ-მდე.
აქტიურ ტემპერატურათა ჯამი შემცირებულია 2000-დან 10000 მდე .
ატმოსფერული ნალექების ჯამი ცივ პერიოდში შეადგენს 700 მმ.- მდე.
ხოლო თბილ პერიოდში 800 მმ-მდე.
ბოლო წაყინვები დაიკვირვება 18.IV-8.V. (სიმაღლის შესაბამისად).
პირველი წაყინვები 14.X-7.XI.
უყინვო პერიოდის ხანგძლივიბა შეადგენს 158-202 დღეს.
ზონაში გვხვდება ყვითელი ყომრალი, ყომრალი მჟავე ნიადაგების ტიპები.

აღნიშნულ ზონაში შესაძლებელია ხორბლის, ქერის, შვრიის, სამარცვლე სიმინდის (1000-1100 მ-მდე), კარტოფილის, ბისტნეულის, ხეხილოვანი და კენკროვანი კულტურების წარმოება. შესაძლებელია აგრეთვე მეცხოველეობის საკვები ძირხვენების და სათიბ-საძოვრების განვითარევბა.

3.  მეხუთე ზონა რეგიონის უკიდურესი აღმოსავლეთით და მისი 
   მცირე ნაწილი ჩრდილო-აღმოსავლეთით არის გავრცელებული.

ზონა მდებარეობს ზღვის დონიდან 1500-2000 მ სიმაღლემდე.
ზონაში სავეგეტაციო პერიოდი აშკარად მოკლებულია სითბოს. 
აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 10000 -ზე ნაკლებია.
ატმოსფერული ნალექების ჯამი ცივ პერიოდში 650 მმ შეადგენს.
თბილ პერიოდში 700 მმ-მდეა.
მოცემულ ზონაში გაზაფხული ძალიან გვიან აღინიშნება, ამიტომ 
წაყინვებიც გვიან ფიქსირდება.
ბოლო წაყინვები დაიკვირვება 12.V- 28.V. (სიმაღლის შესაბამისად).
პირველი წაყინვები დაიკვირვება 20.IX-9.X.
უყინვო პერიოდის ხანგძლივობა მცირეა 158-113 დღე.
ნიადაგის ტიპები არ არის მრავალფეროვანი. დასავლეთით გვხვდება ყომრალი მჟავე, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ყომრალი გაეწრებული ნიადაგები.

ზონაში გავრცელებისათვის პერსპექტიულია სხვადასხვა ბოსტნეული კულტურები (ქინძი, ცერეცო, ნიორი, უცხო სუნელი, სუფრის ჭარხალი და სხვა) კენკროვანები (შავი მოცხარი, არონია, ქაცვის კულტურული ჯიში და სხვა). აგრეთვე ხელსაყრელია მეცხოველეობის საკვები ძირხვენების 
(„კუუზკუ’,“ესკო“), სათიბ-საძოვრებისათვის.


ანალიზი

ზემოთაღნიშნული აგროკლიმატური რესურსების შეფასებიდან გამომდინარე, რეგიონისთვის რეკომენდაციის სახით მოგვყავს ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების თესვისა და ძირითადი ფენოლოგიური ფაზების დადგომის ვადები.
აღნისნული კულტურების ფენოლოგიური ფაზების დადგომის ვადები სოფლის მეურნეობის მუშაკებს და ფერმერებს საჭიროების შემთხვევაში ხელს შეუწყობს აგროტექნიკით გათვალისწინებული ღონისძიებების დროულად ჩატარებაში.


No comments:

Post a Comment