რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი





წინასიტყვაობა


აგროკლიმატური რესურსების ეფექტურად გამოყენება ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს და ფერმერებს აგროკულტურების მაღალი მოსავლის მიღებაში აქედან გამომდინარე, ფერმერული და კერძო სექტორის მეურნეობებში კულტურების რენტაბელობისათვის საჭიროა მათი რაციონალურად განლაგება აგროკლიმატური რესურსების მოთხოვნილების შესაბამისად




1. მეორე ზონა ვრცელდება  პირველი ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე  
 აღმოსავლეთით,  ჩრდილოეთით და დასავლეთით, აგრეთვე მოიცავს     სამხრეთით მცირე ტერიტორიას.
 
 ზონა ზღვის დონიდან 800 მ-დან 1400 მ სიმაღლემდე მდებარეობს.
აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 2000-30000 შეადგენს.
ატმოსფერული ნალექები ცივ პერიოდში 550-800 მმ-ია, თბილ პერიოდში 800 მმ-დან 1300 მმ-მდე.
ბოლო წაყინვები დაიკვირვება საშუალოდ 17.IV-5.V, პირველი წაყინვები
9.X-29.X.
უყინვო პერიოდის ხანგძლივობა შეადგენს საშუალოდ 155-193 დღეს.
ნიადაგის ტიპებიდან გვხვდება ნეშომპალა-კარბონატული, მთა-მდელოს ტორფიანი, ყომრალი მჟავე ნიადაგები.

მოცემულ ზონაში შესაძლებელია მარცვლეულის (საშემოდგომო, საგაზაფხულო ხორბალი), სიმინდის, ვაზის (საადრეო ჯიში), ხეხილოვანი, ბოსტნეული და სხვა კულტურების განვითარება.

2.  მესამე ზონა მოიცავს მეორე ზონის მიმდებარე ტერიტორიას აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და დასავლეთით.

ზონა მდებარეობს ზღვის დონიდან 1400 მ-დან 1800 მ სიმაღლემდე.
აქტიურ ტემპერატურათა ჯამი შეადგენს 2000-10000.
ატმოსფერული ნალექების ჯამი ცივ პერიოდში 500-550 მმ, თბილ პერიოდში 700-800 მმ-მდეა.
ბოლო წაყინვები დაიკვირვება 6.V-20.V,  პირველი წაყინვები 23.IX-8.X.
უყინვო პერიოდის ხანგძლივობა საშუალოდ შეადგენს 124-153 დღეს.
ნიადაგის ტიპებიდან გვხვდება ყომრალი-გაეწერებული, მთა-ტყემდელოს ტორფიანი ნიადაგები.

აღნიშნულ ზონაში შესაძლებელია მარცვლეულის (საშემოდგომო, საგაზაფხულო ხორბალი, ქერი, შვრია), კარტოფილის, ბოსტნეულის, კენკროვანი კულტურების, ასევე მეცხოველეობის წვნიანი საკვები ძირხვენების წარმოება, სათიბ-საძოვრების განვითარება.

3. მეოთხე ზონა მოიცავს მესამე ზონის მიმდებარე ტერიტორიას ჩრდილოეთით და ნაწილობრივ აღმოსავლეთით.

ზონა ზღვის დონიდან 1800 მ-დან 2000 მ-მდე და მეტ სიმაღლეზე მდებარეობს.
აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 10000-დან 6000-მდეა.
ცივ პერიოდში ნალექების რაოდენობა თითქმის იგივეა რაც მესამე ზონაში (550 მმ), ასევე ანალოგიურია იგი თბილ პერიოდშიც (800 მმ).
ბოლო წაყინვები მოსალოდნელია საკმაოდ გვიან 21.V-27.V,  ხოლო პირველი წაყინვები 15.IX-22.IX.
უყინვო პერიოდის დღეთა რიცხვი აშკარად შემცირებულია (110-123 დღე).
მოცემულ ზონაში გვხვდება მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგები.

ზონაში შესაძლებელია გავრცელებულ იქნას პერსპექტიული ბოსტნეული და კენკროვანი კულტურები, რომლებიც  გამოცდილია მაღალმთის პირობებში და იძლევიან მაღალხარისხიან მოსავალს (უცხო სუნელი, ქინძი, ცერეცო, ანისა, ოხრახუში, ნიახური, კარტოფილი, შავი მოცხარი, უეკლო ცაცხვი და სხვა). პერსპექტიულია მეცხოველეობის წვნიანი ძირხვენა საკვები კულტურის („კუუზიკუ“, „ესკო“) ფართოდ განვითარება, ასევე სათიბ-საძოვრების გაფართოება.


ანალიზი

რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთის რეგიონის აგროკლიმატური რესურსები ხელსაყრელია მრავალი სახის აგროკულტურის ზრდა-განვითარებისა და სასურველი მოსავლის მისაღებად. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი მათგანის სარეკომენდაციოდ მოყვანილია თესვისა და ძირითადი ფაზების დადგომის ვადები.




No comments:

Post a Comment