წინასიტყვაობა
იმერეთში აგროკლიმატური
რესურსების ეფექტურად გამოყენებისათვის, აქტიურ ტემპერატურათა ჯამისა და სავეგეტაციო
პერიოდში ატმოსფერული ნალექების ჯამის გათვალისწინებით გამოიყო ხუთი აგროკლიმატური
ზონა.
1. მესამე ზონა მოიცავს
მეორე ზონის ჩრდილო-აღმოსავლეთით,
აღმოსავლეთით და სამხრეთით მიმდებარე ტერიტორიას.
ზონა მდებარეობს ზღვის
დონიდან 500-1000 მ სიმაღლემდე.
აქტიურ ტემპერატურათა
ჯამი შეადგენს 20000 და მეტს.
ატმოსფერული ნალექების
ჯამი ცივ პერიოდში შეადგენს 600-750 მმ.
თბილ პერიოდში
640-850 მმ.
ბოლო
წაყინვები დაიკვირვება 2.IV-18.IV.
პირველი
წაყინვები 31.X-18.XI.
უყინვო
პერიოდის ხანგძლივობა დაიკვირვება 185-231
დღე.
მოცემული ზონის ჩრდილო-დასვლეთით
ნიადაგის ტიპებიდან გვხვდება წითელმიწები,
ტყიბულის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით გვხვდება ძლიერ ჩამორეცხილი ნიადაგები, საჩხერის აღმოსავლეთით კირიან-კარბონატული, ხარაგაულის აღმოსავლეთით
ყვითელ-ყომრალი ტიპის ნიადაგები.
ზონაში შეიძლება მარცვლეულის, ბოსტნეულის, ვაზის (საადრეო
ჯიში), ხეხილოვანი კულტურების ნორმალურად
განვითარება.
2. მეოთხე ზონა მოიცავს
მესამე ზონის ჩრდილო-აღმოსავლეთის და სამხრეთით მიმდებარე ტერიტორიებს.
ზონა მდებარეობს ზღვის
დონიდან 1000-1200 მ სიმაღლემდე.
აქტიურ ტემპერატურათა
ჯამი შეადგენს 10009 და მეტს.
ატმოსფერული ნალექების
ჯამი ცივ პერიოდში 600-700 მმ მეტია,
თბილ
პერიოდში 900-950 მმ.
ბოლო
წაყინვები დაიკვირვება 23.IV-1.V.
პირველი
წაყინვები 17.X-27.X.
უყინვო პერიოდი
საშუალოდ შეადგენს 176-188 დღეს.
ნიადაგის ტიპებიდან ჩრდილო-არმოსავლეთით
ზონაში გვხვდება კირიან-კარბონატული, სამხრეთის
ზონაში ყვითელმიწა ნიადაგები.
ზონაში შესაძლებელია
მარცვლეულის, კარტოფილის, ბოსტნეულის,
ზოგიერთი საადრეო ხეხილოვანი, კულტურების,
ასევე მეცხოველეობის სათიბ-საძოვრების განვითარება.
3. მეხუთე ზონა ვრცელდება
რეგიონის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთით და უკიდურეს სამხრეთით.
იგი მდებარეობს ზღვის
დონიდან 1200 მ ზევით.
აქტიურ ტემპერატურათა
ჯამი ძლიერ შემცირებულია და შეადგენს 10000
და ნაკლებს.
ნალექების ჯამი ცივ პერიოდში დაახლოებით 800 მმ-მდეა.
თბილ
პერიოდში 1000 მმ-მდე.
ბოლო
წაყინვები მოსალოდნელია გვიან 5.V.
ხოლო პირველი წაყინვა საკმაოდ ადრე 13.X.
უყინვო პერიოდის
ხანგძლივობა მეოთხე ზონასთან შედარებით
მოკლეა - 158 დღე.
ზონაში იგივე ტიპის ნიადაგები
გვხვდება რაც მეოთხე ზონაში. კირიან-კარბონატული,
ყვითელმიწა ნიადაგები.
ზონაში შესაზლებელია
გავრცელდეს პერსპექტიული ბოსტნეული, კენკროვანი
კულტურები, მეცხოველეობის წვნიანი საკვები ძირხვენები, აგრეთვე შესაძლებელია სათიბ-საძოვრების ფართოდ განვითარება.
ანალიზი
იმერეთის რეგიონის აგროკლიმატური
რესურსებიდან გამომდინარე, რეკომენდაციის სახით დადგენილია აგროკულტურების თესვისა
და ძირითადი ფენოლოგიური ფაზების დადგომის ვადები, რაც პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს
აგროსექტორში მომუშავე სპეციალისტებს, ფერმერებს და კერძო სექტორის მეურნეებს (მიწათმოქმედებს)
აგროტექნიკური ღონისძიებების ოპტიმალურ ვადებში ჩასატარებლად.
No comments:
Post a Comment